მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » სათითურა (Dactylis glomerata)
2:34 PM
სათითურა (Dactylis glomerata)

DactylisGlomerata.jpg

სათითურას ანუ დიგიტალისს კარგად იცნობენ ის ადამიანები, რომელთაც გულის ქრონიკული უკმარისობა აქვთ, თუმცა სათითურა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით როდი ფასობს - ის პოპულარული დეკორატიული მცენარეა და ფუტკარიც, რომელიც მას ესტუმრება, შესანიშნავი ხარისხის თაფლს გვაძლევს. სათითურას მოვლა ადვილია. ის არ არის მომთხოვნი, წყლისა და სინათლის მინიმუმს სჯერდება და ზედმეტ ყურადღებას ფაქტობრივად არ ითხოვს. მიუხედავად ამისა, სათითურას ყვავილი მშვენიერებით სხვა მცენარეებისას არ ჩამოუვარდება.

შეუძლებელია, გულგრილი დავრჩეთ მისი უცნაური, ზანზალაკისმაგვარი კუნწულების მიმართ. სწორედ ასეთი ფორმის ყვავილების გამო ეწოდა მცენარეს სათითურა. სათითურას სამშობლო ევროპა და თურქეთია. ამ ქვეყნებში ის ტყეებში, მდინარის ნაპირებზე, გზებთან და ქვიან ადგილებშიც კი გვხვდება. სათითურა შეიძლება ერთ, ორ ან მრავალწლიანი მცენარე იყოს. წლის უმეტეს ხანს სათითურა მოკრძალებულად გამოიყურება. მისი მსხვილი, მოგრძო, მკვრივი და შეხებით ბუსუსოვანი ფოთლები მიწასთან ახლოს არის განლაგებული და შესაძლოა, ვერც კი შევამჩნიოთ. ზაფხული კი სათითურას მეტამორფოზის პერიოდია. ის სრულიად გარდაიქმნება: უჩნდება ერთი ან რამდენიმე გრძელი ღერო, რომელთა ბოლოზეც საოცრად ეფექტური ყვავილედი იწონებს თავს. აყვავებული სათითურა სიმაღლით ორ მეტრს აღწევს. ყვავილედი სხვადასხვაფერია - თეთრი, ვარდისფერი, მოვარდისფრო-იისფერი, მოყვითალო და მოწითალო-ყავისფერი. ყვავილობის დამთავრებისას ღეროს მიწასთან ახლოს ჭრიან, რის შემდეგაც ზაფხულის დასრულებამდე შესაძლოა მცენარემ კიდევ ორი, ოღონდ უფრო დაბალი ღერო ამოიტანოს


წყარო http://mkurnali.ge/

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2129 | დაამატა: aks75 | ტეგები: სათითურა (Dactylis glomerata) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]