მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ევკალიპტი - ტყეების ალმასი
5:04 PM
ევკალიპტი - ტყეების ალმასი

                                                    

ევკალიპტი სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა. მისი სიმაღლე საშუალოდ 50-70 მ-ია (მსოფლიოში უდიდესი ევკალიპტის სიმაღლე 155 მ-ს აღწევს). ამ ხის სამშობლო კუნძული ტასმანიაა, თუმცა ის არაერთი ქვეყნის ნოტიო სუბტროპიკულ ზონაშია კულტივირებული. დიდი ფართობი უკავია მას კავკასიაშიც - შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, აჭარასა და აფხაზეთში. ავსტრალიაში ევკალიპტს "ტყეთა ალმასს", "სიცოცხლისა და სასწაულთა ხეს" უწოდებენ. მცენარე მძლავრი ფესვთა სისტემითა და მტკიცე მერქნით გამოირჩევა. მცენარის ღეროსა და ტოტების მერქანი გლუვია, მოთეთრო-მორუხო ფერის, გარეთა შრე ადვილად იქერცლება.

ახალგაზრდა და ასაკოვანი მცენარის ფოთლები არა მხოლოდ ფერით, არამედ ფორმითა და სისქითაც განსხვავდება. ევკალიპტი სიცოცხლის მესამე წლიდან შემოდგომობით ყვავილობს. ეთერზეთის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მისი ფოთლები განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა. სამედიცინო პრაქტიკაში სწორედ ფოთლები გამოიყენება, რომელთაგანაც ეთეროვან ზეთს იღებენ. ფოთლებს წლის თბილი სეზონის ნებისმიერ პერიოდში კრეფენ, თუმცა საუკეთესო ხარისხისა შემოდგომაზე მოკრეფი-ლია. ფოთლებს აშრობენ ჰაერზე, არა უმეტეს 13%-იანი ტენიანობის პირობებში. ევკალიპტის ეთერზეთის ძირითად კომპონენტს  წარმოადგენს ცინეოლი (80%), რომელიც კარგად იხსნება ცივ წყალში. ზეთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პინენი, მირტენოლი, გლობულოლი, პინოკარვონი, ეიდესმალი, ალდეჰიდები, ეთილის, იზობუთილისა და სხვა სპირტები. გარდა ამისა, მცენარის ფოთლებსა და მერქანში დიდი რაოდენობით არის მთრიმლავი ნივთიერებები.

 

ევკალიპტის ზეთი

ევკალიპტის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. მას წარმატებით იყენებდნენ აგრეთვე ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად. ევკალიპტის პრეპარატებს კარგი ეფექტი აქვს ქუნთრუშას, დიფტერიის, პარაზიტული დაავადებების მკურნალობისას. დადგენილია, რომ ევკალიპტის ზეთი ნაკლებტოქსიკურია, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, არ აღიზიანებს თირკმელების ეპითელიუმს.  ფარმაცევტული წარმოება უშვებს ევკალიპტის ზეთს, რომელიც ინჰალაციებისთვის გამოიყენება (მისი 10-20 წვეთი უნდა გახსნათ ერთ ჭიქა წყალში). მისი გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა ოსტეომიელიტი (ძვლის ტვინის ანთება), კარბუნკული (კანის შიგნითა ფენისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება), საშვილოსნოს ყელის ეროზიები და წყლულები. ევკალიპტის ზეთი შედის ჭრილობათა შეხორცებისთვის განკუთვნილი მრავალი მალამოს შემადგენლობაში, მისგან მზადდება საწუწნი აბები და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთ ქვეყანაში კი - მწერების საწინააღმდეგო საშუალებებიც. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ფოთლების ნახარში, ასევე ნაყენი. ევკალიპტის ფოთლების ნახარშს შემდეგი წესით ამზადებენ: ფოთლებს კუწავენ დაახლოებით 5 მმ ზომის ნაკუწებად, ასხამენ მდუღარე წყალს (10-15 გრამი 200 მლ წყალზე), 3-4 წუთის განმავლობაში ადუღებენ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, მცირე ხანს აყოვნებენ და შემდეგ დოლბანდით გადაწურავენ. დიდხანს დაყენების შემთხვევაში წარმოქმნილი ნალექი უხარისხობის მაჩვენებელი არ არის. გამოყენების წინ აუცილებელია სითხის შენჯღრევა. ნახარში უნდა მიიღოთ თბილი, დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1/4 ჭიქა. ევკალიპტის ნახარშით რეკომენდებულია ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა. კანი ჭრილობის გარშემო 15%-იან ნახარშში დასველებული ტამპონით უნდა დაამუშაოთ (1 სადილის კოვზი ნახარში 1 ჭიქა წყალზე). ასეთი კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ჩირქოვანი მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთების), ტროფიკული წყლულის, აბსცესის (შემოფარგლული ჩირქოვანი ანთების), ქრონიკული და მწვავე ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ანთების) სამკურნალოდ, გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს - შესასხურებლად, ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა დროს - ინჰალაციების სახით. ევკალიპტის კომპონენტთა გავლენით ფართოვდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები. ამავე დროს ნახარშს აქვს ადგილობრივი მადეზინფიცირებელი მოქმედება, რის გამოც ანგინის - ხახის ლორწოვანი გარსის ანთების - დროს მის ინჰალაციას დღე-ღამეში რამდენიმეჯერ მიმართავენ. ევკალიპტის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია პირის ღრუსა და ხახის პათოლოგიების დროს (სავლების სახით), კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს, აგრეთვე - ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, კანის ჩირქოვანი დაზიანების დროს. ნაყენის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია მასში ცინეოლის მაღალი შემცველობით.

მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ ფოთოლს დაასხით 200 მლ წყალი, წამოადუღეთ, 1-2 წუთს გააჩერეთ, გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ.
სპირტიანი ნაყენი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით. იყენებენ როგორც საინჰალაციოდ (10-20 წვეთი 1 ჭიქა წყალზე), ისე შინაგანი მიღებისთვის (15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ).
მომზადების წესი: ერთ წილ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 5 წილი 70%-იანი სპირტი. მინის ჭურჭელში ნაყენი 10-14 დღეს უნდა გააჩეროთ და შემდეგ გადაწუროთ.


წყარო: http://mkurnali.ge/

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2974 | დაამატა: aks75 | ტეგები: ევკალიპტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]