მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » იორდასალამი,PAEONIA ANOMALA, пион уклоняющийся
11:56 PM
იორდასალამი,PAEONIA ANOMALA, пион уклоняющийся
                
იორდასალამი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფესვთა სისტემა წარმოდგენილია ღერძისებური შემსხვილებული ფესვით და მოკლე ფესურით. ღეროები სწორია, 100 სმ-მდე სიმაღლის. ფოთლები მორიგეობითია, 2 ან 3 ფრთაგანკვეთილი, რომლის ნაწილები ფართო სამკუთხაა, ვიწრო ელიფსურამდე, ღრმადამოღრუებული ან კბილისებრ განკვეთილი. ფოთლების ზედაპირი მუქი მწვანეა, ქვემოდან კი ღია მწვანე. ყვავილები ღეროს წვეროებზეა ერთეული სახით. ყვავილების დიამეტრი 7-13 სმ-ია. ყვავილის ფურცლები უკუკვერცხისებურია. ფურცლები ერთმანეთთან შეზრდილი არ არის. ჩვეულებრივ მათი რაოდენობა 5-10-ია. შეფერილობა სისხლისფერ-წითელი, ნაყოფი 2-3 ნაყოფის ნაკრებია, რომელიც ერთი მხრიდან იხსნება და შეიცავს რამდენიმე თესლს. იორდასალამი ყვავილობს მაის-ივნისში.
საქართველოში გავრცელებულია იორდასალამის 10 სახეობა, რომელთაგან 5 ენდემია. იორდასალამის სახეობები გვხვდება რაჭაში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში, თრიალეთში, მესხეთში.

იორდასალამის სამკურნალო ნედლეულს გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური მოქმედება.

ნედლეულისაგან ამზადებენ სპირტოვან ნაყენს, რომელიც გამოიყენება ნევრასთენიის, უძილობის, ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. ქართულ ხალხურ მედიცინაში იორდასალამს ხმარობენ ხველების დროსაც.

იორდასალამის ფესურა შხამიანია! ამიტომ მისი წარმოებისა და გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გამოყენებისას დაუშვებელია დოზის გადაჭარბება.


წყარო: http://ecopharm.sangu.ge/

ნანახია: 3423 | დაამატა: aks75 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]