მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ჟოლო - Rubus Idaeus L - Малина обыкновенная
3:39 AM
ჟოლო - Rubus Idaeus L - Малина обыкновенная
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად ბუჩქია 1,5 მ სიმაღლით, ერთწლიანი ვეგეტაციური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული და გენერატიულია (ნაყოფის მომცემი), რომელნიც ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი, მაგრამ შედარებით რბილი ეკლები. კენტფრთართული ფოთოლი 3-5 (იშვიათად 7) ფოთოლაკიანია, ზემოდან შიშველი, ქვემოდან კი მოთეთრო-მორუხო ქეჩისებრი ბუსუსებით მოფენილი. ფოთოლაკები ფორმით კვერცხისებრია, ბოლოში მოკლედ წაწვეტილი, კიდეებიხერხისებრ წვრილად დაკბილულია.
თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში მტევნისებრ და ყლორტების კენწრულ ნაწილში ფარისებრ-საგველანაირ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი წითელი, ძალიან იშვიათად ყვითელია. მომრგვალო ფორმის. მომწიფებული ადვილად სცილდება ყვავილსაჯდომსა და ჯამს, ნაყოფის ძირში ძაბრისებრი შიდა ჩაღრმავებით. ნაყოფი ძალიან გემრიელი და ფრიად სასიამოვნო სურნელებისაა. ყვავის ივნისიდან, ზოგან ივლისშიც იმისდა მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. ნაყოფი დაყვავილებიდან 35-40 დღეში მწიფდება (ივლის-აგვისტოში). მრავლდება თესლითა და ფესვის ნაბარტყით.
იზრდება კალთაშეთხელებულ ტყეებში, ტყისპირებში, ნახანძრალებზე, ნამეწყრალ ფერდობებზე გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყლებში ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე სიმაღლეზე. არც თუ იშვიათად ჰქმნის თავისი გაბატონებით ფორმირებულ არა მარტო დიდ ბიოჯგუფებს, არამედ დიდ ფრაგმენტულად გაბნეული თარგებსაც კი. თავისი ნიტროფილური ბუნების გამო მძლავრად ვითარდება ნახანძრალებსა და ტყეკაფებზე.
ნიადაგის სინესტისადმი მომთხოვნია, მაგრამ მდგარ წყალს ვერ იტანს, სინათლის მიმართაც მომთხოვნი მცენარეა.
ჟოლოს გამხმარ ნაყოფებს გაციებულობის დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. მისგანვე ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმუჯობესებლად.
ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, C, A, B ვიტამინებს. მისგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, სიროფს, მარმელადს, ლიქიორს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებს. შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, 1 ჰა ჟოლოს რაყა 100 კგ-მდე თაფლს იძლევა, ფართოდაა კულტივირებული.
გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ ნაყოფის წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყფოს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში .
ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავების და საშვილოსნოს მუსკულატურის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები.
ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა ("როჟა") და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალდშეგროვილი ნაყოფების ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.
ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.
 ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქით ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ყველა ამ შემთხვევაში ხმარობენ წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 4121 | დაამატა: aks75 | ტეგები: ჟოლო, სამკურნალო მცენარეები, სამკურნალო რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]