მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ადონისი სამკურნალო - Adonis vernalis - Горицвет весенний
3:16 PM
ადონისი სამკურნალო - Adonis vernalis - Горицвет весенний
           
სამკურნალო ადონისი ანუ ყვითელი ცხვირისსატეხელა განეკუთვნება ბაიასებრთა ოჯახს. ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რუხი, მრავალმუხლიანი ფესურით, რომლიდანაც იზრდება რამდენიმე მარტივი ღერო. ღეროები ხშირფოთლიანია და მხოლოდ ქვედა ნაწილში არის შიშველი. ფესვთანური ფოთლები გადაქცეულია რუხ ქერცლად. ღეროს ფოთლები ძირთან ნახევრად ღერომხვევია, მორიგეობითი, შიშველი, თათისებრ განკვეთილი. ამათგან ორი უფრო მოკლეა, ფრთისებრგანკვეთილი, დანარჩენი სამი კი თითქმის ერთნაირი სიდიდისაა, ორგზის ფრთაგანკვეთილი.ყვავილები მარტოულია, მდებარეობენ ღეროს კენწრულ ნაწილში, მსხვილი, მოყვითალო-ოქროსფერი. ჯამი მწვანეა, ხუთფოთლიანი, შებუსულია. გვირგვინი შედგება 15-20 მოგრძო, კენწრულ ნაწილში ოდნავდაკბილული ფურცლისაგან. აქვს მრავალი ბუტკო და მტვრიანა. ნაყოფი რთულია, ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, რომელშიც მოთავსებულია მრავალრიცხოვანი მონაცრისფრო-მწვანე ნაყოფი გადაღუნულ სადგისისებრი კაუჭით. ადრე გაზაფხულზე ყვავილის ღერო მოკლეა 10-15 სმ, ერთი კენწრული, მარტოული ყვავილით. შემდგომში ღერო ძალიან იზრდება და იტოტება, ყოველ ტოტზე ჩნდება ყვავილი, ნაყოფი წარმოქმნის დროისათვის ღეროს სიმაღლე აღწევს 40 სმ-ს. დიდი ხნის მცენარეები ავითარებენ მრავალ ღეროს, რომლებიც ქმნიან ბუჩქებს. მათი ასაკი აღწევს 40-50 წელს.
მცენარემ სახელწოდება "ადონისი" მიიღო ფინიკიელებისა და ასირიელების ღმერთის ადონისის პატივსაცემად, რომელიც გადმოცემის მიხედვით ყოველ წელს კვდებოდა და გაზაფხულზე ისევ ცოცხლდებოდა.
ადონისი გავრცელებულია სტეპებში.
ნედლეულად იყენებენ ადონისის მიწის ზედა ნაწილს. დამზადებას აწარმოებენ ყვავილობის დაწყების პერიოდიდან თესლის ჩამოცვენამდე. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით, მის ქვედა შიშველ ღეროს აგდებენ მიწიდან, მისი ამოგლეჯა არ შეიძლება, ვინაიდან ზიანდება ფესურაზე განლაგებული ყლორტები 2-4 წლით, რასაც ბუჩქნარის შემცირებამდე მივყავართ. თესლიდან აღმოცენებული ახალი მცენარე კი ყვავილობას იწყებს აღმოცენებიდან 5-6 წლის შემდეგ.
ნედლეულს აშრობენ სწრაფად, ისე რომ მზის სხივი პირდაპირ არ მოხვდეს. შენახვის ვადა 1 წელია. ნედლეულის შეგროვების დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ არ შეყვეს სხვა სახეობის ცხვირისსატეხელები.
სამკურნალო ადონისში აღმოჩენილია გლიკოზიდები, რომლებიც კარგად მოქმედებენ გულზე. ყველაზე მეტი რაოდენობის გლიკოზიდები აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაწილში, მაგრამ სახეობის შენარჩუნების მიზნით ამზადებენ ღეროსა და ფოთლებს. ბიოლოგიურად მცენარე განსაკუთრებით აქტიურია ყვავილობის ბოლოს და ნაყოფის დამწიფების დასაწყისში. სამკურნალო ადონისის პრეპარატებს უმთავრესად იყენებენ სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის მსუბუქი ფორმების დროს. ეს პრეპარატები რეკომენდირებული აგრეთვე ვეგეტოსისხლძარღვების დისტონიის, ნევროზების დროს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალება, განსაკუთრებით სხვა სედატიურ საშუალებასთან კომბინაციაში.
ადონისის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ დისპეპსური მოვლენები, ამიტომ ამ პრეპარატების დანიშვნა არ არის რეკომენდირებული იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტები და ენტეროკოლიტები.

წყარო : http://www.mkurnali.ge
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 1911 | დაამატა: aks75 | ტეგები: რეცეპტები, სამკურნალო მცენარეები, ადონისი, სასაქრგებლო, ხალხური მედიცინა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]