ქოქოსი საქართველოში, მრავალფეროვანი ხილით მდიდარ და გამორჩეულ ქვეყანაშიც კი, მეტისმეტად პოპულარული გახდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის თავდაპირველად დანამატის სახით გავრცელდა (ნაყინის, ნამცხვრების, ზოგადად საკონდიტრო ნაწარმის ხშირი დანამატია). ახალი ქოქოსი მალაიზიაში წლის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ, ქოქოსის რძე კი იქაური კერძების აუცილებელი ინგრედიენტია. ძირითადი სეზონი ოქტომბერ-დეკემბერშია. ყიდვისას სასურველია ისეთი ნაყოფი აარჩიოთ, რომელიც თავის ზომასთან შედარებით უფრო მძიმედ მოგეჩვენებათ. რაც მთავარია, სითხე მასში უნდა რუყრუყებდეს, და კიდევ ერთი - არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ დეფორმირებული ან დახეთქილი ქოქოსის კაკალი.
ქოქოსის კაკალი ქოქოსის პალმის კურკიანა ნაყოფია. მისი მასა 1,5-2,5 კგ-ია, სიგრძე - 15-30 სმ. ნაყოფის გარეთა გარსი - ეგზოკარპი - მრავლობითი ბოჭკოებითაა (კოირი) წარმოდგენილი; შიგნითა გარსი - ენდოკარპი კი ფაქტობრივად `მყარი ნაჭუჭია~ 3 ჩაღრმავებით (ფორით). ქოქოსის თესლი დაახლოებით 12 მმ სისქის თეთრი ფერის ხორცოვანი ზედაპირული შრეა - კოპრი და ენდოსპერმი. ენდოსპერმი (ე.წ. ქოქოსის წყალი) თავდაპირველად თხევადი და გამჭვირვალეა, კოპრიდან ზეთის წვეთების გამოყოფის კვალდაკვალ ის რძისფერ ემულსიად გარდაიქმნება (ე.წ. ქოქოსის რძე), სქელდება და მაგრდება. ქოქოსის რძეს სვამენ და საჭმელში იყენებენ.
თვისებები
მწიფე ენდოსპერმი შეიცავს 30-35% ზეთებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. მას უმად მიირთმევენ, აშრობენ და საკონდიტრო ნაწარმს უმატებენ. კოპრი ძვირფასი ნედლეულია საჭმელი და ტექნიკური ზეთის მისაღებად. ქოქოსის ზეთს იყენებენ საპნის, სანთლების და მარგარინის წარმოებაში. მკვახე კაკალის ენდოსპერმი - მომჟავო-მოტკბო რძე (უფრო მართებული იქნება, მას ქოქოსის წყალი ვუწოდოთ) გამოიყენება დასალევად და კულინარიაში. ის წყურვილის მოსაკლავად საუკეთესო საშუალებაა, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებსა და ინვერტირებად შაქარს.კაკალის შიგნით არსებული ქოქოსის სითხე იმდენად სტერილურია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ექსტრემალურ შემთხვევებში, მას თურმე ფიზიოლოგიური ხსნარის ნაცვლად, ინტრავენური გადასხმისთვის იყენებდნენ. სამწუხაროდ, დიდი ხნით მისი შენახვა არ შეიძლება, ის არ ექვემდებარება პასტერიზაციას და შეთბობისას დედდება. მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ქოქოსისგან მზადდება, არის ნამდვილი ქოქოსის რძე. მას შემდეგნაირად ამზადებენ: გახეხილ რბილობს მცირე ხანს აჩერებენ ცხელ წყალში, რათა ზეთი და არომატული ნაერთები გამოდევნონ. შედეგად მიიღება მოთეთრო-რძისფერი გაუმჭვირვალე ემულსია (17-20% ცხიმიანობის) ქოქოსის მოტკბო სუნით. გარკვეული დროის შემდეგ ცხიმი და წყალი გაყოფა-განცალკევებას განიცდის (ძროხის რძის ანალოგიურად) და ნაღები წარმოიქმნება. ქოქოსის რძე აზიის სამზარეულოს მეტად მნიშვნელოვანი და განუყოფელი ელემენტია.ქოქოსის კაკალსსამკურნალო თვისებებიც აქვს: შეიცავს ჩ და B ვიტამინებს, აგრეთვე ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ მარილებს, 5%-მდე გლუკოზას, ფრუქტოზას და საქაროზას. მდიდარია ნატრიუმით, რკინით, კალციუმითა და კალიუმით. ეფექტური საშუალებაა დიარეის (ფაღარათის) დროს. ქოქოსის ზეთი გამოიყენება ზურგისა და სახსრების ტკივილისას.
ქოქოსის 100 გრამი შეიცავს:
პროტეინს - 3,9 გ.
ცხიმს - 33,9 გ.
ფოსფორს - 200 მგ.
კალციუმს - 28 მგ.
კალიუმს - 257 მგ.
ნატრიუმს - 257 მგ.
რკინას - 2,3 მგ.
ნიკოტინის მჟავას - 0,4 მგ.
თიამინს - 0,11 მგ.
რიბოფლავინს - 0,18 მგ.
B2-ვიტამინს- 0,08 მგ.
C-ვიტამინს - 16,8 მგ.
ენერგეტიკული ღირებულება - 384 კკალ.
ქოქოსის კაკალი რამდენადმე მძიმედ მოსანელებელია, თუმცა დიდი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა (მავნებელი ნამდვილად არ არის, როგორც ზოგიერთს ჰგონია, და რაც მთავარია, მის მიღებას უკუჩვენება არ გააჩნია). ქოქოსის მირთმევის შემდეგ უმჯობესია ერთი საათის განმავლობაში სხვა არაფერი ჭამოთ. ახალი ქოქოსის ზეთი წარმოქმნის საუკეთესო ქიმუსს, ბევრად უკეთესს, ვიდრე ერბო. ის არ ეკვრის კუჭის კედლებს და არ ადუნებს მას. ქოქოსის ზეთს იყენებენ ჭიების საწინააღმდეგოდაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია ძველი ქოქოსის ზეთი გარგარის ზეთთან ერთად. თუ ერთი მისხალის ოდენობით გადაჰკრავთ ერთსაც და მეორესაც, აუცილებლად მიიღებთ შედეგს - ჭიები იხოცება და ნაწლავებიდან იდევნება.
რჩევები
ყიდვისას სასურველია ისეთი ნაყოფი აარჩიოთ, რომელიც თავის ზომასთან შედარებით უფრო მძიმედ გეჩვენებათ. რაც მთავარია, სითხე მასში უნდა რუყრუყებდეს. და კიდევ ერთი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ დეფორმირებული ან დახეთქილი ქოქოსისკაკალი.
გახეხილი ქოქოსი მაცივარში ერთი თვე შეგიძლიათ შეინახოთ (უმჯობესია საყინულეში). სახეხზე გახეხვის შემდეგ თავისივე სითხით უნდა დანამოთ და შესანახად პატარა ტომსიკებში დააფასოვოთ.