მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » მიხაკი
2:37 AM
მიხაკი
                

მიხაკის ხსენებისას მეხსიერებაში ალისფერი ყვავილი გაგვიელვებს. უნებურად სამოცდაათიანი წლებიც კი გვახსენდება - დრო, როცა ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება თითქმის დაკრძალვის სიმბოლოდ გადაიქცა - და უსიამოვნო განცდა გვეუფლება... ალბათ ამ ემოციას გარკვეული კანონზომიერებაც აქვს. მითი მიხაკის წარმოშობის შესახებ შემზარავია: ერთხელ ნადირობის ქალღმერთი დიანა ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა. უეცრად მას მწყემსის სალამურის მხიარული რაკრაკი მოესმა. "შენმა მუსიკამ დააფრთხო ნადირი!" - იყვირა განრისხებულმა ქალღმერთმა.

ბევრს ეცადა მწყემსი, დიანა თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, მაგრამ ქალღმერთმა მას თვალები დასთხარა და მიწაზე დაანარცხა. იქ, სადაც მწყემსის თვალები დაეცა, მყისვე ამოვიდა ორი წითელი მიხა-კი, რომელთა ფერიც უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ იქცა. კომუნარებმა წითელი მიხაკი რევოლუციის სიმბოლოდ აქციეს. ის დღესაც ყვავის პარიზში, კომუნარების კედელთან. საფრანგეთში ეს მცენარე უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ შემოიტანეს. 1297 წელს ჯვაროსანთა ლაშქარში შავი ჭირი გავრცელდა, ექიმთა ძალისხმევის მიუხედავად, ჯარისკაცები ბუზებივით იხოცებოდნენ.

ლუდოვიკო IX-მ მზერა წითელი ფერის ყვავილზე შეაჩერა, რომელიც ძალიან ჰგავდა ინდურ მიხაკს. მე-ფის ბრძანებით, ყვავილის ნახარში დაავადებულ ჯარისკაცებს დაალევინეს. მალე ეპიდემია შეწყდა, თუმ-ცა როცა თავად ლუდოვიკო IX შავი ჭირით გარდაიცვალა, აშკარა გახდა, რომ წითელი მიხაკი ამ სენის წა-მალი სულაც არ იყო...  დღეს წითელი მიხაკი თითქმის დავიწყებას მიეცა. მისი ადგილი სხვადასხვა ფერი-სა და ფორმის ჯიშებმა დაიკავა. პოპულარულია ჩინური მიხაკი. ევროპელებმა ის მხოლოდ 1705 წელს გა-იცნეს, როდესაც ფრანგმა მისიონერმა ბინიონმა ჩინეთიდან მისი თესლი პარიზში გაგზავნა. მალე ჩინური მიხაკი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ჩინური მიხაკი 20-50 სანტიმეტრი სიმაღლის ბუჩქია, რომელიც ფესვიდანვე იტოტება. ყვავილობის პე-რიოდში ჩინურ მიხაკს მრავალი ყვავილი გამოაქვს, რომელთა დიამეტრიც 3-დან 8 სანტიმეტრამდე მერ-ყეობს, ხოლო ფერი თეთრის, ვარდისფრისა და წითლის ვარიაციებს წარმოადგენს. ყვავილობა ივნისი-დან ოქტომბრამდე გრძელდება. ჩინური მიხაკი არ არის მომთხოვნი მცენარე - კარგად იტანს სიცივეს და ნიადაგის გამოშრობასაც, ასე თუ ისე, უძლებს, თუმცა ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ უმჯობესია, ისეთი ადგილი შევურჩიოთ, რომ კაშკაშა გაფანტული სინათლე ეცემოდეს.

ზაფხულში, შუადღისას, სასურველია ფანჯარას ტულის ფარდა ჩამოვაფაროთ და მიხაკს "მოვუჩრდი-ლოთ". ჩინური მიხაკი თავს კარგად გრძნობს სუფთა ჰაერზე, ამიტომ ოთახი, სადაც ის "ბინადრობს", კარ-გად უნდა განიავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური მიხაკი ნიადაგის გამოშრობას იტანს, სასურველია, უხვად მოვრწყოთ და მიწა არ გამოვუშროთ. დროდადრო საჭიროა ფოთლების დანამვაც. ჩინური მიხაკი-სთვის ოპტიმალური ტემპერატურა 12-15 გრადუსია, ნიადაგი კი ფაშარი, ნაყოფიერი სჭირდება, ოღონდ არა მჟავე. გაზაფხულზე და ზაფხულში 2-3 კვირაში ერთხელ სასურველია მისი განოყივრება გაზავებული მინერალური ან ორგანული სასუქით.

ახალაღმოცენებული მცენარე გრუნტში სჯობს მაისის მეორე ნახევარში ჩაირგოს. ნარგავებს შორის მანძი-ლი 15-25 სანტიმეტრი უნდა იყოს. გავრცელებულია თურქული მიხაკიც. ის 20-40 სანტიმეტრი სიმაღ-ლის ბუჩქია, რომელსაც რამდენიმე ყლორტი აქვს. თითოეული მათგანის წვერს ამშვენებს ფართო თანა-ყვავილედი, რომელიც წვრილი, 1 სმ-მდე დიამეტრის ყვავილებისგან შედგება. მიხაკის ეს ჯიში XII საუკუნეში გავრცელდა სამხრეთ ევროპიდან. ცნობილია თურქული მიხაკის მრავალი სახეობა, თუმცა მეყვავილეებს შორის ყველაზე პოპულარულია ნაირ-ნაირი ჭრელი ელფერის მქონე ჯოკერი.

თურქული მიხაკი კულტივირდება როგორც ორწლიანი მცენარე, თუმცა სინამდვილეში, მიხაკის სხვა სახეობათა მსგავსად, მრავალწლიანია. ყვავილობას მხოლოდ მეორე წელს იწყებს და 1-1,5 თვის განმავ-ლობაში ყვავის. მესამე წლისთვის მცენარეთა უმრავლესობა იღუპება, რის გამოც საჭიროა, მიხაკი ყოველ-წლიურად დაირგოს. სათანადო პირობებში, თუ თესლი ნიადაგში მოხვდა, ის შესაძლოა თავადაც განახლ-დეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯიშის თავისებურებები გაუარესდება. თურქული მიხაკის უდავო ღირსებაა მისი გამძლეობა სიცივის მიმართ, ნაკლები მომთხოვნელობა მოვლისა და სინათლისადმი. თუ ამ თვისე-ბებს მისი ყვავილების სილამაზესაც დავუმატებთ, გასაგები გახდება, რატომ არის თურქული მიხაკი მება-ღეთა საყვარელი მცენარე.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებს მიხაკის ღეროს, ფოთლებსა და ყვავილებს. მცენარეს ივნის-ივლისში აგროვებენ. სახალხო მკურნალები მას ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შარდმდენ და სისხლდენის საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ. იყენებენ ფაღარათის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და რევმატიზმის დროს, აღნიშნავენ, რომ ყვავილის ნაყენი ეფექტურია გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების შემთხვევაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფიციალურ მედიცინას არ გააჩნია მონაცემები მიხაკის სამკურნალო თვისებების შესახებ. მისი ქიმიური შემადგენლობა შესწავლილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ერთი კომპონენტი - საპონინები.


წყარო:http://mkurnali.ge

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2657 | დაამატა: aks75 | ტეგები: მედიცინა, სამკურნალო მცენარეები, ხალხური, მცენარე, მიკაკი, ყვავილები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]