მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ვაშლის სამკურნალო თვისებები
0:05 AM
ვაშლის სამკურნალო თვისებები
   
   
ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში Thorax, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით.
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000 ქალი, შეისწავლეს დედის დიეტის გავლენა ბავშვების სასუნთქი გზების განვითარებაზე და მდგომარეობაზე, დაბადებიდან 5 წლის შემდეგ.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას ვაშლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად ჰყავთ ქოშინით ან ასთმით დაავადებული შვილები.
სხვა არც ერთი პროდუქტი (ჯანსაღი კვების) არ აღმოჩნდა ასეთი ეფექტური სასუნთქი გზებისათვის, როგორც ვაშლი.
ნაყოფის იმუნურ სისტემაზე ვაშლის ამგვარი ეფექტი გამოწვეულია მათში ფლავინოიდების მაღალი შემცველობით.
ამავე მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ თუთიას, ვიტამინებს А, Е, D, ასევე ამცირებენ ბავშვებში ასთმისა და ეკზემის განვითარების რისკს.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელმაც თავისი სასარგებლო თვისებები აჩვენა, იყო თევზი. ის დედები, რომლებიც ორსულობისას მიირთმევდნენ თევზს, ბადებდნენ კანის ალერგიული დაავადებებისადმი ნაკლებად მიდრეკილ ბავშვებს.

წყარო:http://medgeo.net
კატეგორია: სასარგებლო ხილი | ნანახია: 3409 | დაამატა: aks75 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]