ავსტრალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ყველაზე სასარგებლო ხილი გამოარჩიეს. სპეციალისტების თქმით, სამუშაო პროცესში ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე დადებით გავლენას ვაშლი ახდენს - მასში შემავალი მძლავრი ანტიოქსიდანტების წყალობით. გარდა ამისა, ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ერთი ვაშლი 1,5-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე სამი ფორთოხალი ან რვა ბანანი. სპეციალისტები დღეში 2-3 ჭიქა ვაშლის წვენის ან 2-4 ცალი ვაშლის მირთმევას გვირჩევენ. მასში შემავალი ფენოლები ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ადრე ამერიკელმა მეცენიერებმა დაადგინეს, რომ მუშაობისას ვაშლის წვენის მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს.
ჟურნალი "რეიტინგი"