ზოგადი აღწერა
მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ტოტები ეკლიანი აქვს,
ფერად ნაცრისფერი, ეკლიანი. ფოთლები მომრგვალო ან კვერცხისებრია, ზის გრძელ ყუნწზე, პრიალაა, კიდემთლიანი, განლაგებულია ჯგუფურად ან მოპირდაპირედ ყვავილები თოვლივით თეთრია, იშვიათად მოვარდისფრო ,დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი.
ნაყოფი მსხლისებრი, მომრგვალო ან მობრტყო ფორმისააა, მწავანე ფერის, მომწიფების კვალობაზე მუქი ყავისფერი ხდება. ყვავისაპრილ-მაისში, ფოთლების გაშლასთან ერთად.ნაყოფი სექტემბერ - ოქტომბერში მწიფდება. ახასიათებს მეწლეურობა.
შემადგენლობა
ნაყოფი შეიცავს შაქარს,ლიმონის მჟავას, ასკორბინის მჟავას, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს და სხვ.
გამოყენება ემპირიულ მედიცინაში
მოსახლეობა იყენებს კუჭშემკვრელ საშუალებად
გამოყენების სხვა სფეროები
1.იყენებენ კომპოტების და ესენციისათვის; ღვინისა და ძმრის დასამზადებლად; ხდიან
არაყს; ამზადებენ ბურახს;
2. აჭარაში ხმელ პანტას ფქვავენ და პურის ფქვილში ურევდნენ;
3. მისგან აკეთებენ ტკბილ კვერს, თათარას ჩურჩხელებისათვის და სხვ.
. 4. ლამაზი, მოწითალო მერქანი აქვს.
წყარო: http://ecopharm.sangu.ge/