მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 23 » ჯავზი - Myristica fragrans Houtt.
10:19 PM
ჯავზი - Myristica fragrans Houtt.

     ჯავზი - Myristica fragrans Houtt. იგივე მუსკატის კაკალი, მარადმწვანე ხეა. სიმაღლით 20 მეტრსაღწევს.მიეკუთვნება მუსკატების ოჯახს. ეკვატორული სარტყლის ტიპიური მცენარეა. 5�6 წლის ასაკიდან ჰყვავის მთელი წლის განმავლობაში. ნაყოფს 40 წლამდე იძლევა . წლის მანძილზე ერთი ხიდან 3�დან 10 ათასამდე კაკალს კრეფენ. ზოგიერთი მცენარე 100 წლამდე ცოცხლობს.

     ჯავზის ნაყოფი გარეგნულად ატამს ჰგავს; მომწიფებისას კი ორად გასკდომას იწყებს. ნაყოფს მასიური, მჟავე გემოს რბილობი აქვს. მასში განთავსებულია მსხვილი თესლი, რომელიც დაცულია მაგარი ნაჭუჭით და დაფარულია ხორციანი თესლსაფრით (სწორედ იგი ხასიათდება ნადვილი მუსკატის ფერით). მზეზე გამოშრობის შემდეგ, თესლსაფარი ხდება მყიფე, არომატული და  იღებს ნარინჯისფერ-მოყვითალო ფერს. თესლსაფრის მოცილების შემდეგ, თესლს აშრობენ, ამტვრევენ და იღებენ შუაგულს.

     ჯავზის ხის წარმოშობის ადგილად ითვლება მოლოხის კუნძული და ბანდის ზღვის კუნძულები. იგი მოჰყავთ ინდონეზიაში, ინდოეთში, შრი�ლანკაზე, გრენადასა და აფრიკაში. თავად ჯავზი და მუსკატის ფერი ევროპაში მე�8 საუკუნიდან არის ცნობილი.

      თესლები 15 %�მდე ეთერზეთებს შეიცავს. თესლის ბირთვში კი გვხვდება მაღალცხიმოვანი ზეთი. ცხიმში აღმოჩენილია ნარკოტიკული  ზემოქმედების მქონე მომწამვლელი ნივთიერება, რომელსაც ფენილპროპანის დერივატებს მიაკუთვნებენ.

   მისი დიდი რაოდენობით გამოყენება საშიშია � მუსკატის კაკალი მომწამვლელ თვისებებს ამჟღავნებს.

 ამოყენება ევროპულ კულინარიაში:  იყენებენ კრემებისა და შოკოლადის პუდინგების დამზადებისას. მრავალ ტკბილეულში, საახალწლო ნამცხვრებში, ვაშლის, ქლიავის, გარგარის კომპოტებში და მურაბებში. ზოგიერთი მზარეული მას უმატებს ბულიონებში, სუპებში, პაშტეტებში, ბოსტნეულში. ჯავზს იყენებენ სხვადასხვა სპირტიანი სასმელების არომატიზაციისათვის, ასევე კოკტეილებში, ევროპაში მას გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ ტომატის წვენში, რძის სასმელებში, ცხელ ღვინოსა და ლიმონათში, პუნშში და კაკაოში. უმნიშვნელო რაოდენობით ჯავზს იყენებენ ვაშლის რულეტში, ხილის ტორტში, ნაყინში და ათქვეფილ ნაღებში; გამოიყენებენ სუპებში, ხორცის ბულიონებში, ბრინჯის, ბოსტნეულის კერძებში, საწებლებში, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოში, ისპანახში, თევზში, ხბოს ხორცში, დაკეპილ ხორცში, ფრინველის ხორცში, კარტოფილის პიურეში, ბარდას სალათში, ბოსტნეულის სალათებში, ტომატის საწებელში.


წყარო:http://ecopharm.sangu.ge

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 4428 | დაამატა: aks75 | ტეგები: მცენარეები, ჯავზი - Myristica fragrans Houtt. | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]