მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ბროწეულის წვენი სიმსივნის ზრდას აჩერებს
3:35 PM
ბროწეულის წვენი სიმსივნის ზრდას აჩერებს

ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას აჩერებს - ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, როდესაც 50 ადამიანს შესაბამისი  გამოკვლევები ჩაუტარეს.გამოკვლევის ავტორები პაციენტებს ერთი თვის განმავლობაში ერთ ჭიქა (225 მლ) ბროწეულის წვენს ასმევდნენ.  
გამოკვლევაში მონაწილებდნენ პაციენტები, რომლებსაც პროსტატის სიმსივნე აღმოაჩნდათ, უკვე გადატანილი ჰქონდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდნენ. ბროწეულის წვენის ყოველდღიური მიღება  განსაკუთრებით ხანში შესული პაციენტებისთვის არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკში ისინი რთულად იტანენ როგორც ჰორმონო, ასევე ქიმიოთერაპიას. 
გამოკვლევამ აჩვენა, რომ წვენის ერთთვიანი მიღების შემდეგ სიმსივნის ზრდა ორჯერ შემცირდა. მეცნიერთა თქმით, ბროწეული შეიცავს მრავალ სასარგებლო კომპონენტს - იზოფლავონებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც  ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუმცა ჯერჯერობით არ არის დადგენილი, კონკრეტულად რომელი კომპონენტი მოქმედებს სიმსივნის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ სასიკეთო შედეგი არა რომელიმე ერთის, არამედ სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციით მიიღწევა. 
გამოკვლევების შედეგები საიმედოა, მაგრამ მხოლოდ "ბროწეულის თერაპიას" ჯერჯერობით მაინც ვერ სჯერდებიან. უკვე მიმდინარეობს გაცილებით ფართომასშტაბიანი გამოკვლევა, რომელმაც მიღებული შედეგი უნდა დაამტკიცოს. როგორც ჩანს, მსოფლიო ონკოლოგიური კლინიკების მედიკოსები და მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს წამალი ისევ და ისევ  ბუნებაში უნდა ეძიონ. ეს დაავადებაც ხომ ბუნებიდან მოდის  და შეუძლებელია, მისი ალტერნატივა ასევე ბუნებაში არ არსებობდეს, მთავარია მიაგნონ.

წყარო: http://janmrtelobainfo.ge/
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 7186 | დაამატა: aks75 | ტეგები: ბროწეული წვენი, სიმსივნე, სასარგებლო, წვენი | რეიტინგი: 4.2/8
სულ კომენტარები: 1
1 Alibio  
0
Your posting really srtaightened me out. Thanks!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]