მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » თალგამი
1:27 AM
თალგამი
        
თალგამი
 (Brassica rapa), კომბოსტოს გვარის ორწლოვანი ბოსტნეული ჯვარისანთა ოჯახისა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ყლორტებს და იძლევა თესლს. ყვავილედი ფარისებრია, ყვითელხორციანი ჯიშების გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-ოქროსფერია, თეთრხორციანისა და მოყვითალო-ლიმონისფერი. ნაყოფი თვითხსნადი გრძელი ჭოტია. თესლი წვრილი და მრგვალია, ფერად ღია ან მუქი. თალგამი ყინვაგამძლეა (უძლებს 4-5°C ყინვას), ტენის მოყვარულია, ამასთან საკმაოდ სიცხეგამძლეცაა. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 12-20°C, სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა — 60-85 დღე. მოჰყავთ ყველანაირ ნიადაგზე. მოსავლიანობა 150-350 ც/ჰა. ძირხვენა შეიცავს 8,5-16,9% მშრალ ნივთიერებას (მათგან ნახევარი შაქრებია). C (22-73 მგ%), B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, მდოგვის ზეთს, რომელიც აძლევს თალგამს სუნსა და გემოს. თალგამი იჭმევა ნედლი, მოხარშული და შემწვარი. არსებობს თალგმი სუფრისა და პირუტყვის საკვები ჯიშები. სუფრის ჯიშებიდან ცნობილია პეტროვსკაია 1, მაისის ყვითელი მწვანეთავიანი 172, მილანის თეთრი წითელთავიანი 283. 

წყარო:http://ka.wikipedia.org
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 3228 | დაამატა: aks75 | ტეგები: თალგამი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 Jimmy  
0
I am ttaloly wowed and prepared to take the next step now.

2 akaki  
0
ძაან კარგია არი

1 akaki  
0
ძაან კარგია არი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]