მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » ბაღის პიტნა - MENTHA PIPERITA L.
3:13 AM
ბაღის პიტნა - MENTHA PIPERITA L.

პიტნას და მის ზეთს მედიცინის გარდა მრავალი დარგი იყენებს. ფართოდ გამოიყენება იგი კულინარიასა და კვების მრეწველობაში. ამიტომ, სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, პიტნის რეალიზაცია წარმატებით შეიძლება. განსაკუთრებით  პერსპექტიულია პიტნის კულტივირება იქ, სადაც პიტნის ზეთის მიღების შესაძლებლობა არსებობს.  ოფიცინალური მედიცინა ცნობს  ბაღის პიტნის  სპაზმოლიზური და ნაღვლისდამდენ, ასევე   დამაშვიდებელ ვისებებს. იგი შედის მრავალი ნაკრებისა და პრეპარატის შემდგენლობაში.
   
შედის ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში.

ფიცინალური სახეობის გარდა  ემპირიული მედიცინა იყენებს ომბალო, წყლის, მინდვრის და ტყის პიტნებ.
    პიტნა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. დავით ბატონიშვილი,,იადიგარ დაუდში" არა ერთ ადგილას მოიხსენიებს მას. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: ,,ვინცა პიტნის წყალი გამოჰხადოს და ქაფურითა გააყენოს და შუბლზედა დაიდვას, მაშინვე ცხვირსა სისხლი დასწყუიტოს".

   ,,ვინც თბილ-თბილი პიტნისა ან კაპრის წვენი ყურშიგა ჩაიწუროს, თუ მატლი და ჭია უქლეს, მოკლას და ტკივილი უშველოს, და სისხლისა და ბალღამსა გამოსწმენდს".  

პიტნა და პიტნის ეთერზეთის შემადგენელი მენთოლისაგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. მას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. პიტნის მენთოლი და მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილების, სპაზმების, მეტეორიზმის დროს. მენთოლი გამოიყენება კბილის საწმენდი პასტებისა და ფხვნილების წარმოებაში.

   პიტნისაგან დამზადებულ პიტნის წყალს (Aqua Menthae) გააჩნია სადეზინფექციო თვისება. პიტნის ზეთი შედის პრეპარატ ,,ოლიმეტინის" შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება ნაღვლკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. აგრეთვე იგივე დანიშნულების პრეპარატ ,,ენატინის"შემადგენლობაში.


წყარო : http://ecopharm.sangu.ge/

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 6711 | დაამატა: aks75 | ტეგები: ბაღის პიტნა, რეცეპტები, მცენარეები, სამკურნალო, პიტნა, ხალხური მედიცინა, მცენარე | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 2
0
2 marikuna   [მასალა]
yvelaferis shesaxeb

0
1 Lucas   [მასალა]
When you think about it, that's got to be the right asnwer.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]