მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ყვავილი თუ მტვერსასრუტი?
11:10 AM
ყვავილი თუ მტვერსასრუტი?
ოთახის ყვავილები ნახშიროჯანგს შტანთქავენ და გამოყოფენ ჟანგბადს, რომელიც სუნთქვისთვის აუცილებელია. გარდა ამისა ყვავილები ჰაერს ასუფთავებენ (რომელიც შენობაში 8-9 ჯერ უფრო ტოქსიკურია ვიდრე ქუჩაში) და მიკრობებს ანადგურებენ.
 თუ მსხვილი სამრეწველო საწარმოების, ქარხნებისა და ტრასის გვერდით ცხოვრობთ, საუკეთესოა მოაშენოთ დიფენბახია. ის ჰაერს ბენზილისგან ასუფთავებს. ფენოლისა და გამონაბოლქვი აირებისგან იცავს დრაცენა, ლინოლეუმისა და ავეჯისგან გამოყოფილი მავნე ნივთიერებისგან - ვეფხისთყავა (სანსევიერა). ადგილებში სადაც ბევრს ეწევიან ჰაერს ყველაზე კარგად ასუფთავებს კლივია, ბალბიფოთოლა (პელარგონია) და ასპიდისტრა.
 ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს ნემსიწვერა (გერანი) - მწერებს აშინებს და მიკრობებს ანადგურებს. ნემსიწვერა რეკომინდირებულია საძინებელში, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, წნევას არეგულირებს, ძილს აუმჯობესებს და შესანიშნავ ანტიდეპრესანტად ითვლება. 
 გაციებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის როკომენდებულია ბინაში გქონდეს ლიმონის ხე.
 სტაფილოკოკის ინფექციას ანადგურებენ დიფენბახია, მირტი, პსიდიუმი. სტრეპტოკოკისას - იაპონური ჭანჭყავა ბეგონია. მიკრობებს კარგად ებრძვის ჭორტანა, ოთახის ფიკუსი, ტუია, ფურისულა, ბალბიფოთოლა, რძიანა.
 ბაქტერიებს ასევე ანადგურებს ხახვი და ნიორი. შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე მოაშენოთ.
 აბსოლუტურად ყველა მცენარე კიდევ ერთ სასარგებლო თვისებას ფლობს: ჩვენ ფსიქიკაზე კეთილსასურველ გავლენას ახდენენ. მაგალითად, ციტრუსოვანი მცენარეების მიერ გამოყოფილი ეთერზეთები ყურადღების კონცენტრაციას ეხმარება. ლავანდას, ნემსიწვერასა და და ვარდს დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ. როზმარინი რეცომინდებულია ფეხმზიმე ქალებისთვის - ეს მცენარე დაღლას, შფოთვა ნუხილს, შიშს ხსნის, ტოქსიკოზს ამცირებს, ძილს მშვიდსა და ღრმას ხდის 


კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 4399 | დაამატა: aks75 | ტეგები: ოთახის ყვავილები, mtversasruti, yvavilebi | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]