მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სასარგებლო დიეტები პოპულარული დიეტები
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სასარგებლო დიეტები

მადის მოტყუების 12 ხერხი, რომ ღამით არ ჭამოთ
2010-04-22, 1:34 AM


საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა პირობად რჩება და უკვე მერამდენედ ღამის მოახლოებასთან ერთად აუტანელია სურვილი, რამე დააგემოვნო და პირი ჩაიტკბარუნო. თვალწინ ამოტივტივდება "გემრიელი” სურათები, ფეხები კი თავისდათავად მიგიძღვიან მაცივრისკენ. მოგვიანებით, "დანაშაულის” ჩადენის შემდეგ, გიჩნდება შეგრძნება, რომ გასმოსავალი არ არსებობს და გონებაში კულინარული სახეები გაზრდილი მუცლისა და თეძოების გულისმომკვლელი გამოსახულებით იცვლება...

ნუთუ ამას არაფერი ეშველება? ეშველება, როგორ – არა! ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, სინჯეთ, სცადეთ:

1. მოატყუეთ კუჭი სითხით. მოსვით ერთი ჭიქა მინერალური წყალი ლიმონით, მწვანე ჩაი ან ტომატის წვენი. სითხე შეავსებს თქვენს ცარიელ კუჭს და შიმშილის გრძნობას გაანელებს.

2. მიიღეთ ცხელი აბაზანა. ის ამცირებს მადას, ადუნებს. გაძლიერებული ოფლისგამოყოფა ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის.

3. თუკი გრძნობთ, რომ შიმშილი აუტანელი გახდა, გააკეთეთ პატარა ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში თქვენს ყურადღებას მაცივაართან მისვლის სურვილისგან მოწყვეტს და რამდენიმე კალორიასაც დაწვავს. ამასთან, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მადა სუსტდება. თუმცა, ზედმეტიც არ მოგივიდეთ, რადგან ასეთ შემტხვევაში, შესაძლოა, დაძინება გაგიჭირდეთ.

4. მადის დახშობა არომათერაპიასაც შეუძლია. მადის გაცხოველებასთან ერთად, გრეიფრუტის კანი დაყნოსეთ, სანთლებს მოუკიდეთ ან არომატული ზეთის ან სუნამოს შუშა მიიტანეტ ცხვირთან. განსაკუთრებით მოქმედებს ყვავილოვანი და ხილის არომატი. შიმშილისა და ყნოსვის ცენტრები ერთმანეთის გვერდითაა, ამიტომ სურნელს შეიძლია დროებით  დაახშოს შიმშილის გრძნობა.

5. ვახშმის დასრულებისთანავე გაანებივრეთ თავი პატარა დესერტით, მაგალითად, ხილით, ნაკლებცხიმიანი იოგურტით, მწარე შოკოლადის რამდენიმე ნატეხით. ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, ხოლო დარჩენილი გემო მადას შეებრძოლება.

6. როცა დღის ბოლოს რამეს მიირთმევთ, ნუ დაუმატებთ კერძს სანელებლებს, ისინი მადას აძლიერებენ, ამძაფრებენ შიმშილის გრძნობას, მას შემდეგაც, რაც უკვე ჭამეთ.

7. არასდროს შეინახოთ გამოსაჩენ ადგილას მაღალკალორიული პროდუქტი. უკეთესი იქნება, თუ ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას ხილსა და ბოსტნეულს დააწყობთ, თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ, მათი დაგემოვნება "ძვირი” არ დაჯდება.

8. გაისეირნეთ ძილის წინ. ეს ჭამაზე აღძრულ აზრებს გაფანტავს. თუმცა სუფთა ჰაერს მადის გაცოცხლებაც შეუძლია.  ამიტომ გასეირნებისთვის ისეთი დრო სეარჩიეთ, რომ სახლში მოსვლისთანავე დაძინება შეიძლებოდეს.

9. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. სჯობს, უშაქრო და ხილის. ღეჭვის რეფლექსი და ტკბილი გემო მადას ატყუებს.

10. გაიხეხეთ კბილები. აქ პირობითმა რეფლექსმა უნდა იმუშაოს: კბილების გაწმენდის შემდეგ არ ვჭამთ.

11. გამოკვეთილად წარმოიდგინეთ თავი ლამაზ და მოხდენილ, ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ არსებად. განა ასეთი ქალი ძილის წინ გამოძღება?

12. თუ წარმოსახვას მაინცდამაინც არ ემადლიერებით, ლამაზმანებით დამშვენებული პრიალა ჟურნალები გადაფურცლეთ.



კატეგორია: სასარგებლო დიეტები | დაამატა: aks75 | ტეგები: დიეტები
ნანახია: 13316 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 3.4/11
სულ კომენტარები: 4
4 lali12  
0

3 maru  
0
ex eg rom shvelodes :D:D:D

2 aks75  
0
tongue biggrin likunaaaa magaria amis dietaaa ras ambobbbbb tongue hands

1 kiki  
1
shokoladi da yava tu aqvs kacs, dietas ar "gadaushenda" momgoni?! biggrin