ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხილის დიეტა. იმისათვის, რომ კვებით რაციონში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და გავაძლიეროთ ხილის დიეტა, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:
ხილის დიეტის N1 წესი. ყოველთვის, როცა კი მოგინდებათ კალორიული ტორტის თუნდაც პატარა ნაჭრის მირთმევა, მის ნაცვლად მიიღეთ რომელიმე ხილის დესერტი; ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებ კალორიას მიიღებთ.
ხილის დიეტის N2 წესი. სახლში მუდმივად იქონიეთ ვაშლი და რაიმე ხილის ჩირი და ეცადეთ დღის განმავლობაში