მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სასარგებლო დიეტები პოპულარული დიეტები
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სასარგებლო დიეტები

კეფირის დიეტა
2014-04-13, 10:26 PM

ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოქმედი დიეტაა. კეფირი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასევე ნაწლავების და საერთოდ, მთელი ორგანიზმის მუშაობას. კეფირი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 კეფირის დიეტა მკაცრია, მაგრამ ძალიან პოპულარული. არ არის სასურველი ამ დიეტის ხანგრძლივად გამოყენება, ამიტომ თავდაპირველადჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. გარდა ამისა, კეფირის დიეტის რამდენიმე სახეობა არსებობს: ეს არის კვების ინსტიტუტის დიეტა, დიეტა სილამაზისთვის. კეფირი სასარგებლოა და გახდომისთვის ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი პროდუქტი. რაც იმის დამსახურებაა, რომაუმჯობესებსმსხვილი ნაწლავის მიკროფლორას და ასუფთავებს წიდებისგან. გარდა ამისა, კეფირი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევასა და ნერვულ სისტემაზე. თუ გსურთ ლამაზი და მოხდენილი სხეული გქონდეთ და წონაშიც დაიკლოთ კეფირის დიეტა თქვენთვისაა.

 კეფირის დიეტა კვების ინსტიტუტისგან

ზოგადი დახასიათება:

კვების ინსტიტუტის დიეტის ხანგრძლივობა სამი კვირაა. ამპერიოდის განმავლობაში. 10 კილოგრამამდე წონის დაკლება შეიძლება. 10 ბალიან სისტემის მიხედვით მისი სირთულე შეიძლება 5-6 ქულად შეფასდეს. ადაპტაციის პერიოდი დაახლოებით 3 ან 4 დღის შემდეგ დგება. თქვენმა დღიურმა რაციონმა არ უნდა გადააჭარბოს 1100-1700 კალორიასამასთან დაკავშირებითმოგიწევთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ან სულაც ამოიღოთ რაციონიდან პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი და შაქარი.

 შეზღუდეთ მოხმარებული ცხიმების საერთო რაოდენობა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ცხიმების ნახევარი მცენარეული ზეთია. მარილი - არა უმეტეს დღეში 1 ჩ/კ. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა რძე, ხორცი და თევზი, შეიძლება ოღონდუცხიმო. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული.

 შეზღუდვა მოქმედებს სითხეზე - დღეში არა უმეტეს 1,5 ლიტრისა. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ უკვე შედის 1 ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში.

 კეფირის ფერიოდები:

კვების ინსტიტუტის დიეტა მოიცავს დაახლოებით 5-6  ჯერად კვებას დღეში, ერთსა და იმავე დროს. მაგალითად: 08:00, 10:00, 12:00, 14:00, 16:00, 18:00.

 21 დღის განმავლობაში ამ დიეტით შეგიძლიათ დაიკლოთ 8-10 კგ.

 განმტვირთავი დიეტა:

კეფირის განმტვირთავი დიეტა იმისთვის არის საჭირო, რომ ორგანიზმი განვტვირთოთ გადაჭარბებული კვების შემდეგ. მაგალითად,დაბადების დღეზე წახვედით ან ქორწილში და იმ დღეს მეტისმეტად ბევრი საკვები მიიღეთ. ეს წონის მომატებას არ გამოიწვევს, მაგრამ ორგანიზმს გაეზრდება მადა და საკვებისადმი სიხარბე, რაც კვების რაციონის გამუდმებულ გაზრდას გამოიწვევს. თუ მეორე დღეს მოითმენთ და განმტვირთავ დიეტას დაიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება.

 ორი ვარიანტიდან შეგიძლიათ ერთ- ერთი აირჩიოთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ.

განმტვირთავი დიეტის პირველი ვარიანტის მენუ:

 საუზმე: დილით მიირთვით პურის ნაჭერი და მიაყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.

მეორე საუზმე: რამდენიმე ცალი ხილი მიირთვით, მაგალითად ორი ვაშლი ან ორი მსხალი. დააყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.

 სადილი: მოიმზადეთ რომელიმე სალათა ან თუნდაც ვინეგრეტი. თუ გაქვთ წვრილად დაჭრილი და დამარილებული კომბოსტო, შეგიძლიათ მიირთვატ.

 სამხარი: 1 ჭიქა კეფირი

ვახშამი: ხილი და ყველის ნაჭერი

ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი:

განმტვირთავი დიეტის მეორე ვარიანტის მენიუ

 საუზმე: 1-2 ჭიქა კეფირი

მეორე საუზმე: ნებისმიერი წვწნი

სადილი: მოხარშული თევზი:

სამხარი: ნებისმიერი ხილი. ჯობს ვაშლი და მსხალი.

ვახშამი: მოხარშული სტაფილო და ერთინაჭერი ფური.

ძილის წინ: ერთი ჭიქა კეფირი.

 კეფირის სილამაზის დიეტა:

სილამაზის დიეტა ორგანიზმს აახალგაზდოებს და მას შინაგან სილამაზეს სძენს. ამისთვის საჭიროამთლიანად გამორიცხოთ ნებისმიერი ტკბილეული და შაქარი. ჯობს ამის ნაცვლად მურაბები ან თაფლი მიირტვათ. მოზომილი კვება. ამ წესების დაცვით სხეულიც მოხდენილიგექნებათ და კანიც გლუვი.

სილამაზის დიეტის მენუ:

 პირველი საუზმე: დილით შეიძლება ჩაი ბუტერბროდით პური (შეიძლება შემწვარი) და ყველი.და ნახევარი ჭიქა წვენი.

 მეორე საუზმე: ბოსტნეულის სალათა პურით, კვერცხი და 1 ჭიქა კეფირი.

 სადილი: ბოსტნეულის სალათა მცენარეული ზეთით. რომელიმე ხორცის ნაწარმი, შეიძლება გარნირით.

 სამხარი: ნებისმიერი ხილი ჯობია ვაშლი ან მსხალი.

ვახშამი თევზი პურით და ბოსტნეული.

ძილის წინ 1 ჭიქა კეფირი.

 

 

კატეგორია: სასარგებლო დიეტები | დაამატა: aks75 | ტეგები: დიეტები, პოპულარული დიეტები, კეპირის დიეტა
ნანახია: 6257 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 0