მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » რეცეპტები » ქართული სამზარეულო » მწვანე ლობიო კვერცხით (ქართული სამზარეულო)
მწვანე ლობიო კვერცხით
aks75Дата: შაბათი, 2013-03-16, 9:48 PM | შეთყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
მასალა:

ახალი მწვანე ლობიო -500 გრ.
ხახვი - 2 თავი
ოხრახუში, ქინძი, ქამა, რეჰანი- ორ ორი ძირი
ერბო ან კარაქი 100 გრ.
კვერცხი - ორი ცალი
ნიორი 3 კბილი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ სამ ან ოთხ ნაწილად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ არ ფარავდეს და ხარშეთ. როდესაც ლობიო წყალს დაიდუღებს, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე. როცა ლობიო კარგად მოიშუშება, აურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. შემდეგ აურიეთ კარგად ათქვეფილი კვერცხი. აღარ მოურუოთ ზემოდან თავი მოუსწორეთ, ისევ გააჩერეთ 5 წუთი და გადმოდგით.
 
ფორუმი » რეცეპტები » ქართული სამზარეულო » მწვანე ლობიო კვერცხით (ქართული სამზარეულო)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: