მოვხარშოთ ბრინჯი, გადავავლოთ ცივი წყალი, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. ოდნავ
მოვშუშოთ ხახვი ზეთში და ჩავაშუშოთ წვრილად დაჭრილი სოკო. მოვაყაროთ შავი
პილპილი და ტარხუნა, ისევ მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში. მოშუშული
ინგრედიენტები ავურიოთ ბრინჯს.
ანადუღარ 50 მილილიტრ წყალში გავხსნათ გალინა ბლანკას (უმჯობესია სოკოს) ბრიკეტი
და დავასხათ არეულ მასას, კარგად ავურიოთ. ბრიკეტი მარილიანია, ამიტომ გავსინჯოთ
გემო და მარილი ისე დავუმატოთ.
სასალათეზე დაალაგეთ სალათის ფოთლები და ისე გადაიღეთ ზედ სალათი, ის
შეგვიძლია მივირთვათ, როგორც ცხელი ასევე გაცივებულიც.