მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სამარხვო კერძები

სოკოს შეჭამანდი
2010-04-08, 2:45 PM
საჭირო მასალა:

600 გრ ნედლი ან 200 გრ ხმელი სოკო
1 კგ კარტოფილი
100 გრ ქერის (`პერლოვკა~) ბურღული
125 გრ სტაფილო
120 გრ თავი ხახვი
50 გრ ზეთი
1800 მლ სოკოს ბულიონი,
ოხრახუში, მარილი ‐ გემოვნებით.

მომზადების წესი:

სოკოს ბულიონი მოვხარშოთ ხმელი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი)
ან ნედლი სოკოსაგან. მოხარშული ხმელი სოკო დავჭრათ წვრილად, ხოლო ნედლი სოკო
დავჭრათ ბულიონის მოხარშვის წინ. ქერის ბურღული (პერლოვკა) დავარჩიოთ,
გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე 30‐40 წუთის
განმავლობაში. გადავღვაროთ წყალი, ბურღული გავრეცხოთ.
კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად. წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და
მწვანილი მოვშუშოთ ზეთში.
მზა სოკოს ბულიონში ჩავყაროთ ნახევრად მოხარშული `პერლოვკა~, ვხარშოთ 15‐20
წუთი, დავამატოთ კარტოფილი, მოშუშული სტაფილო, ხახვი და ვხარშოთ
მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მოხარშული სოკო და მოვაყაროთ
მარილი.
0 нравится
კატეგორია: სამარხვო კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, სოკოს, შეჭამანდი
ნანახია: 3630 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]