საჭირო მასალა:
ჭარხალი ‐ 500 გ ტყემლის საწებელი ‐ 1‐1,5 ჩაის ჭიქა ქინძი ‐ 1 კონა (პატარა) ნიორი ‐ 3‐4კბილი ზეთი ‐ 2 სუფრის კოვზი წყალი ‐ 2 სუფრის კოვზი მარილი ‐ გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა‐ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1‐1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.
|