გარეცხილი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩადეთ და ნელ‐ნელა მოაცილეთ ფურცლები
(მაგრად არ მოხარშოთ). დააწყვეთ საწურზე და როცა გაცივდება, ფრთხილად, ისე, რომ არ
დაზიანდეს, გაწურეთ.
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, დაამატეთ ზაფრანა, ქინძი, პილპილი,
მარილი, ძმარი გემოვნებით და ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი ცალკე
ჭურჭელში შეინახეთ. ნიგოზს კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გაათხელეთ
ანადუღარი წყლით.
აიღეთ კომბოსტოს 4 ფურცელი და ხის დაფაზე კვადრატულად დაალაგეთ (2 ფურცელი
ზემოთ, 2‐ ქვემოთ), თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასის ნახევარი, ზემოდან ისეთივე
წესით დააფარეთ კომბოსტოს 4 ფურცელი, ამ ფენასაც წაუსვით ნიგოზი და რულეტივით
გადაახვიეთ. ერთი რულეტი 32 ნაჭრად იჭრება. დააწყვეთ რულეტის ნაჭრები თეფშზე და
მორთეთ ნიგვზის ზეთითა და ბროწეულის მარცვლებით.