ინგრედიენტები: ბადრიჯანი - 3 ცალი, ხახვი - 2 ცალი, სტაფილო - 1 ცალი, ბულგარული წიწაკა – 1 ცალი, პომიდორი - 2 ცალი, ნიორი - 1-2 კბილი, მარილი, პილპილი, ყველი, მაიონეზი – სურვილისამებრ. * სამარხვო ვარიანტში ყველას არ ვაყრით და ვიყენებთ სამარხვო მაიონეზს.
მომზადება: ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაშოროთ გული და გავჭრათ სიგრძეზე ორ ნახევრად. მოვამზადოთ მარილწყალი 1 ჩ.კ. 1/2 ჭიქა წყალზე, გავაჩეროთ მასში ბადრიჯნის ნაჭრები, ცოტა შევაშროთ. კოვზით მოვაშოროთ რბილობი. მოვამზადოთ შიგთავსი:ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ბადრიჯნიდან ამოღებული რბილობი (დაჭრილი) – ყველაფერი შევწვათ. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და ნიორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ბადრიჯნის თითოეული ნახევარი შევავსოთ მომზადებული ბოსტნეულის ფარშით და დავდოთ ზეთწასმულ ფორმაზე. ზევიდან მოვასხათ მაიონეზი. თუ მარხვაზე არა ვართ, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ გახურებულ ჰაერღუმელში 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!
|