სტაფილო მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად. მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვსა და ოხრახუშთან ერთად, დავუმატო მარილი. ეს სატენი მოვათავსოთ წინასწარ გულგამოცლილ წიწაკებში და ჩავაწყოთ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ რამდენიმე კოვზი ზეთი, 1კგ. ახალი პომიდვრის წვენი ან წყალში არეული ტომატი. ვხარშოთ მომზადებამდე. ფრთხილად ამოვალაგოთ ლანგარზე და ზემოდან მოვასხათ ქვაბში დარჩენილი წვენი. სუფრაზე მივიტანოთ ცივად.