მასალა: - ბადრიჯანი - 1 კგ,
- ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა,
- ნიორი - 2-3 კბილი,
- ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა,
- ქინძი - 1 ჩაის კოვზი,
- ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი,
- მწვანილი - ნახევარი კონა,
- მარილი - გემოვნებით
მომზადება: კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს, შიგ ჩააყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე. შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და აგლისეთ ძმარში.ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური და ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი. მიირთვით გემრიელად!
|