მასალა:- 500გრ.სოიო
- 5-6 ცალი ხახვი
- ზეთი
- ტომატ პასტა
- კამა,ქინძი,ნიახური,პეტრუშკა
- სუნელები
- ნიორი
- მარილი
მომზადება:
სოიოს დავასხათ ადუღებული წყალი ისე რომ ფარავდეს და გავაჩეროთ ცოტახანი, შემდეგ გავწუროთ და ტაფაზე მოვშუშოთ ცოტა წყალიც დავასხათ, იმდენი რომ მშრალი არ იყოს
დავჭრათ ხახვი ალყა -ალყა და მოვშუშოთ ზეთში
შემდეგ დავუმატოთ ტომატი ან გახეხილი პამიდორი
ცოტა მოვშუშოთ და დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები
მიღებული მასა დაუმატოთ სოიოს და ცოტახანი გავაჩეროთ გაზზე
გემრიელად მიირთვით!
|