მასალა: - მჟავუნას ფოთლები ~ 170-200 გრ.
- კარტოფილი - 2-3 ც.
- სტაფილო - 1-2 ც.
- ხახვი - 1-2 ც.
- პამიდორი (საშუალო ზომის) - 1 ც. (სურვილით)
- წყალი ~ 1,5-1,8 ლ.
- დაფნის ფოთოლი -
- 2-3 ც.
- შავი პილპილი - 2-3 ც.
- მწვანილი - გემოვნებით
- ზეთი
- მარილი - გემოვნებით.
მომზადება:
წყალი დადგით ცეცხლზე. კარტოფილი გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად, და ჩადეთ წყალში.
წყლის ადუღების შემდეგ, დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი და პილპილი.
კარტოფილი ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი.
სანამ იხარშება კარტოფილი, შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
შემწვარ ბოსტნეულში შეურიეთ დაჭრილი პამიდორი. და შეწვით კიდევ 5-7 წუთი. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 7-10 წუთი
შემწვარი ბოსტნეული ჩადეთ ადუღებულ წყალში კართოფილთან. შეურიეთ ერთმანეთს.
აადუღეთ და ხარშეთ 3-5 წუთი.
შემდეგ დაამატეთ დაჭრილი მჟავუნას ფოთლები და შავი პილპილი. დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 7-10 წუთი დაბალ ცეცხლზე
დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
სუპი მზადაა გემრიელად მიირთვით.
|