მასალა:
- 1 კგ. კალმარი
- 500 გ. კართოფილი
- 100 გ. ბარდა
- 1 ხახვი
- 3 პომიდორი
- 6 კბილი ნიორი
- 1 მუჭი დაჭრილი ნუში
- 2 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა (დაფქვილი)
- 2 დაფნა
- 2 ტოტი ქონდარი
- ოხრახუში
- ერთი დიდი ჭიქა თეთრი ღვინო
- ზეითუნის ზეთი
- პილპილი და მარილი
მომზადება: კარგად გამოწმინდეთ, გარეცხეთ კალმარები, დაჭერით თითის ზომაზე გრძელ ნაჭრებად, ჩადეთ თიხის ან თუჯის დიდ ჭურჭელში, დააყარეთ ორი სავსე კოვზი წიწაკა, ორი დაფნა, ორი ტოტი ქონდარი, კარგად მორწყეთ ზეითუნის ზეთით და დაასხით მშრალი ღვინო, შემოდგით დაბალ ცეცხლზე. ამასობაში ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და პომიდორი ცოტა ზეითუნის ზეთში და კალმარებს დაუმატეთ პილპილითა და მარილით. შემდეგ ჩაყარეთ საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი და ბარდა, დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 20 წუთი. გათავისუფლებულ ტაფაზე მოხალეთ წვრილად დაჭრილი ნუში, შემდეგ დანაყეთ 6 კბილ ნიორთან და ქვაბიდან დამატებულ ცოტა კალმარის ბულიონთან ერთად, ფაფასავით რომ გახდება, ჩაამატეთ კალმარებს. გასინჯეთ და ჩაამატეთ თუკი რაიმე აკლია თქვენი გემოვნებით, მაგალითად ოხრახუში, აჯიკა, ძმარი მარილი ან პილპილი. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი და კერძი მზად იქნება.
|