პროდუქტები: 1 ხახვი 1 ოხრახუშის ძირი 2 –3 კარტოფილი 1 ცუკინი 2 კიტრი 1 ყვითელი წიწაკა 1 ს/კ ზეთი მარილი, წიწაკა 150 გ არაჟანი 2 შესაწვავად მომზადებული მდინარის კალმახი მარილი, წიწაკა, ლიმონის წვენი
მომზადება: ხახვი და მწვანილი წვრილად დავკეპოთ, ბოსტნეული გავრეცხოთ და მსხვილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ცხიმი და მსუბუქად მოვბრაწოთ ბოსტნეული, შევაზავოთ მარილით და წიწაკით, დავასხათ არაჟანი, კარგად ამოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ამასობაში გავრეცხოთ კალმახი, შიგნიდან და გარედან დავაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვაწუროთ ლიმნის წვენი. თევზები დავტენოთ ბოსტნეულის გულსართით, ჩავაწყოთ მომზადებულ ფორმაში და დარჩენილი ბოსტნეულის ფარში გარშემო შემოვუწყოთ, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
|