კალმახი გავასუფთაოთ, ისე ამოვაცალოთ ხერხემალი, რომ თევზი არ გადავშალოთ. შიგნიდან ამოვტენოთ მოხარშული დაკეპილი კვერცხით და დაკეპილი ლიმონით (კანის გარეშე). დავუმატოთ მარილი, შეიძლება დაამატოთ როზმარინიც ან რაიმე სხვა სუნელი. ასე დატენილ კალმახს ფრთხილად ამოვავლებთ ფქვილ–მარილში და ტაფაზე შევაწითლებთ ორივე მხრიდან. შემდეგ კი ღუმელში გადავიტანთ, სანამ ბოლომდე მომზადდება. სუფრაზე სოუსთან ერთად მიგვაქვს: ბროწეულის წვენი + წვრილად დაჭრილი ქინძი+ ნიორი+მარილი.