პროდუქტები: 3 ნაჭერი თეთრი პური; 4 ძირი ოხრახუში; 4 ს/კ ზეითუნის ზეთი; თითო- თითო ყვითელი, წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა; 2 მწიკვი დაფქული კამის თესლი; მარილი, წიწაკა; 9 საშუალო ზომის კარტოფილი; 6 საშუალო ზომის პამიდორი; 6 ს/კ გახეხილი ჰოლანდიური ყვეი; 80 მლ. თეთრი მშრალი ღვინო; 80 მლ. ბოსტნეულის ნახარში; 1 დიდი კალმახი; მარილი, წიწაკა; ლიმონი; 1 ს/კ კარაქი მომზადება: ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ და ჩავყაროთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პური, დავუმატოთ წვრილად აკეპილი ცოტა ოხრახუში, შევბრაწოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, დარჩენილი ოხრახუში, კამის თესლი და მოვშუშოთ, გავუწყოთ მარილი და წიწაკა. ცალკე დავჭრათ და შევწვათ კარტოფილი, ავურიოთ შემწვარ პურს და ჩავდოთ ფორმაში, დავასხათ ღვინო და ბოსტნეულის ნახარში. თევზი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავაწუროთ ლიმნის წვენი, დავტენოთ წიწაკის ფარშით და ჩავდოთ ფორმაში, გარშემო მოვუწყოთ დარჩენილი წიწაკის მასა, მოვახეხოთ ყველი და შევდგათ ღუმელში
|