შემადგენლობა: 3-4 სუფრის
კოვზი ფორთოხლის ლიქიორი; 2 კგ. ორაგულის ფილე კანიანად; 3/4
ჭიქა შაქარი; 3/4 ჭიქა მსხვილმარცვლიანი მარილი; ნახევარი
სუფრის კოვზი კამის თესლი, მოხალული და დანაყილი; 1 ლიმონი,
გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი; 1 ლაიმი (მწვანე ლიმონი),
გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი; 1 ფორთოხალი, გრძელ, წვრილ
ზოლებად დახეხილი; 2 ღერო დანაყილი ქონდარი; 1
გამხმარი, დაფშვნილი დაფნის ფოთოლი; გასაფრომებლად ციტრუსის
საწებელი, ოდნავ მომჟაო გემოთი. მომზადების
წესები: 1. წაუსვით ფორთოხლის ლიქიორი
ორაგულის რბილ ნაწილს. ჭურჭელში მოათავსეთ შაქარი, მარილი და კამა,
ცირტუსის წვრილი ნაჭრები, ქონდარი და დაფნა. კარგად აურიეთ. 2.
ჩადეთ ჭურჭელში ორაგული და ნაზად გადააგორეთ ზედაპირზე, ჭურჭელში
მოთავსებული მასა რომ ფილეს მიეკრას. შედგით ჭურჭელი მაცივარში და გააჩერეთ
მთელი ღამით, 12-14 საათით. 3. გამოიღეთ მაცივრიდან და
ფრთხილად გადაფხიკეთ, გადააცალეთ შაქრის, მარილისა და ციტრუსის ნარევის
ზედაპირი. სანამ სუფრასთან მიიტანთ, დაჭერით დიაგონალზე თხელ ნაჭრებად და
მიირთვით კრეკერთან, ციტრუსის საწებელთან და ტარხუნასთან ერთად. მომზადების
დრო: 10 წუთი, პლუს ერთი ღამე გასაციებლად. რაოდენობა:
8-10 ულუფა. ციტრუსის საწებელი ტარხუნით
შემადგენლობა: 3/4 ჭიქა
ამჟავებული არაჟანი; 1 ლიმონი, გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი;
1 ლაიმი (მწვანე ლიმონი), გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი; 1
ფორთოხალი, გრძელ, წვრილ ზოლებად დახეხილი; 1 სუფრის კოვზი
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი; 2 ჩაის კოვზი ახალი ტარხუნა,
საკეპ მანქანაში გატარებული; 1 ხახვი, დაკეპილი; მარილი
და ახალი წიწაკა; მომზადების წესი: პატარა
ჯამში აურიეთ არაჟანი და ციტრუსის ნაჭრები. დაასხით ფორთოხლის წვენი და
მოურიეთ. დაუმატეთ ტარხუნა, ხახვი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. სუფრაზე
მიტანამდე შედგით მაცივარში. მომზადების ხანგრძლივობა:
10 წუთი რაოდენობა: 3/4 ჭიქა
|