პროდუქტები: 5 მოხარშული კარტოფილი 1 ლ.
მარილ-წყალი 1 ხახვი 1/2 კიტრი 1 ს/კ.
კარაქი 125 გ. მოხარშული კრევეტები 1/2 კონა კამა
100 მლ. რძე 100 მლ. ნაღები 1 კვერცხი მარილი,
წიწაკა 2 მუჭა გახეხილი ყველი გაუდა მომზადება:
ავადუღოთ წყალი, გავუწყოთ მარილი და ჩავყაროთ საშუალო
ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ
ამოვიღოთ და გავაციოთ. კიტრი დავჭრათ და გული ამოვაცალოთ. კარტოფილი, კიტრი
და ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვბრაწოთ, ავურიოთ კრევეტებს და
ჩავდოთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში. რძეში გავხსნათ წვრილად დაჭრილი კამა,
კვერცხი და ნაღები, გავუწყოთ მარილი და წიწაკა. მომზადებული
სოუსი მოვასხათ კრევეტებისა და ბოსტნეულის მასას, ზემოდან მოვახეხოთ ყველი.
შემდეგ შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ,
სანამ ზემოდან არ შეწითლდება.
|