მწვანილი კარღანას მსგავსად უნდა მოამზადოთ: ოხრახუში, ქინძი, ხმელი ხახვი,
წიწაკა, ბლომად წითელი ფხალი და პამიდორი წვრილ-წვრილად უნდა დაჭრათ.
ფართო ჭურჭელზე სიმინდის ფქვილი, დამარილებული და გაწმენდილი ქაფშია უნდა
დაყაროთ. ამ ყველაფერს პამიდორი, ერთი ცალი კვერცხი, ბლომად ზეთი და ცხელი
წყალი უნდა გაურიოთ და მოზილოთ. შემდეგ ლანგარსაც ზეთი უნდა დაასხათ, ზედ
დააკრათ და ღუმელში შედგათ გამოსაცხობად.