მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » თევზეული

წეროს ბუდე
2010-04-11, 10:20 PM
მასალა:
1 კგ. გაურჩეველი კრევეტები, ჯანჯაფილი - მწყერის კვერცხის ოდენა, ლიმონი 2 ცალი, თეთრი ღვინო, მე თეთრი მშრალი ღვინო "წეროს ბუდე" გამოვიყენე, რისი სახელიც ერგო ამ კერძს.

 
მომზადება:
გავარჩიოთ კრევეტები (მოვაცალოთ თავი, "ნაჭუჭი" და ნაწლავი), დავჭრათ ჯანჯაფილი წვრილად, გავჭრათ ერთი ლიმონი, ისე, რომ წვენის გამოწურვა შეიძლებოდეს. ავურიოთ ეს ყველაფერი, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, შეიძლება1 ღამით გაჩერებაც. გავახუროთ ტაფა მაქსიმალურად და დავყაროთ კრევეტები, ლიმონისა და ჯანჯაფილის გარეშე, ასევე არ დაამატოთ არანაირი ცხიმიც. ტაფაზე დაყრიდან 1 წუთში კრევეტები გავარდისფერდებიან. დაასხით ღვინო, ისე რომ დაფაროს და შემდეგ მოურიეთ. დაახლოებით 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, შეგიძლიათ გააჩეროთ ამავე ტაფაზე რამდენიმე წუთით. თუ საწებლის გაკეთება გსურთ ამ წვენისგან - კრევეტები ამოალაგეთ სხვა ჭურჭელში და ღვინო შეაზავეთ ფქვილით და თევზის სოუსით, დააბრუნეთ ცეცხლზე და ურიეთ. აცალეთ, სანამ არ განახევრდება.
 
გაფორმება:
ლიმონი დაჭერით თხლად და დაალაგეთ როგორც ბუდე, წრიულად, ზემოდან დააყარეთ კრევეტები, ისე რომ ლიმონი რკალად ჩანდეს. ასევე დამატებით მიიტანეთ დაჭრილი ლიმონი წვენის გამოსაწურად. კრევეტები და ლიმონი ერთმანეთს არ "აფუჭებენ".

პ.ს. უკვე გახსნილი ღვინის ბოთლის ბოლომდე ჩაყვანაც რეკომენდებულია.
 
0 нравится
კატეგორია: თევზეული | დაამატა: aks75 | ტეგები: წეროს ბუდე, ეგზოტიკური, ლიმონი, თევზი, კიბოსრჩხალა
ნანახია: 1736 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]