მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » თევზეული

ოქროს თევზი
2010-04-19, 4:14 PM

პორციის რაოდენობა - 4 ულუფა.
მომზადების დრო - 45 წუთი.

ინგრედიენტები:
კობრის (ქორჭილას, კამბალას) ფილე - 4 ცალი,
კარტოფილი - 4 ცალი,
კვერცხი - 1 ცალი, 
ზეთი - 8 სუფრის კოვზი, 
ტკბილი მწვანე წიწაკა -3 ცალი, 
მწვანე ხახვი - 8 ცალი, 
ნიორი - 1 კბილი, 
იოგურტი - 2 სუფრის კოვზი, 
ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი, 
პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
1. თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და ამოავლეთ ნაჭრები ათქვეფილ კვერცხში.
2. კარტოფილი დაჭერით და ფორმის მეშვეობით გამოჭერით "წვეთების” მსგავსად.
3. ფილეს დაადეთ "წვეთები” და შეწვით , კვლავ დაადეთ "წვეთები”, გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდან. მიიყვანეთ თევზი მზადყოფნამდე აირღუმელში.
4. სოუსისთვის წიწაკა დაჭერით, ხახვი დაკეპეთ, შეწვით ზეთში, დაამატეთ 1/2 ჭიქა წყალი და მოთუშეთ დარბილებამდე, რის შემდეგაც გახეხეთ.
5. მიღებულ პიურეს დაამატეთ დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, წამოადუღეთ. პიურე გააცივეთ და დაამატეთ იოგურტი.
მიტანისას თეფშზე დაასხით სოუსი, ზემოდან დადეთ თევზი, გააფორმეთ ლიმონის ქერქით და მწვანილით.


0 нравится
კატეგორია: თევზეული | დაამატა: aks75 | ტეგები: ოქროს თევზი, ზეთი, კარტოფილი, ქორჭილას, იოგურტი, კვერცხი, კამბალა, კობრი, პილპილი, ლიმონის წვენი
ნანახია: 2254 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]