ინგრედიენტები: 1 კგ. თევზი; 400 გრ. თავი ხახვი; 1 ჭიქა თეთრი ღვინო; ნიგოზი 1 ჩ/ჭ; ქინძი, მარილი გემოვნებით. მდუღარე მარილწყალში ჩავასხათ თეთრი ღვინო, დავამატოთ წვრილად დაჭრილი თავი ხახვი, გარეცხილი და ულუფებად დაჭრილი თევზი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ნახარში გადავწუროთ, ვადუღოთ რამოდენიმე წუთი, დავამატოთ მარილთან და ქინძთან ერთად დანაყილი ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ 2 წუთჳ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მზა თევზს მოვასხათ თეთრი ღვინის სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
|