მასალა: 3 ცალი საზანი 4 თავი ხახვი 1 ცალი სტაფილო 3 ცალი კარტოფილი 1 ცალი ვაშლი მაიონეზი ზეთი მარილი პილპილი სალათის ფურცლები
მომზადება:
კარგად გავრეცხოთ თევზი გავაცალოთ ფარფლები და გამოვშიგნოთ,წაუსვათ მარილი და პილპილი
კუბიკებად დავჭერითთ ხახვი, კარტოფილი,სტაფილი,ვაშლი და ყველაფერი ცალ ცალკე მოვშუშოთ ზეთში
ამ მოშუშულ მასას შეურიოთ მაონეზი. ავიღოთ საზანი და ზევიდან დანით გავაკეთოთ რამოდენიმე ჭრილი,ამ ჭრილში ჩავდოთ ნახევრად მთვარისებურად შემწვარი ხახვი და სტაფილო
გამზადებული შიგთავსი ჩავდოთ თევზის გულში და ამოვკეროთ ნემსი და ძაფით რათა შეწვის დროს არ გამოვიდეს გარეთ , შემდეგ ცხიმწასმულ ჟარუნზე დავაწყოთ და შევდგათ აირღუმელში შესაწველად
უკვე შემწვარი თევზი გამოვიღოთ და გავალამაზოთ სალათის ფურცლებით ისე მივიტანოთნ სუფრასთან
გემრიელად მიირთვით!
|