მასალა: პამიდორი - 1 კილოგრამი ნიახური - 300 გრამი ოხრახუში - 200 გრამი კამა - 100 გრამი ნიორი - 50 გრამი დაფნის ფოთოლი - 3 გრამი წყალი - 750 გრამი მარილი- 1,5 ს.კ. წიწაკა - 10 გრამი
მომზადება:
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრები,
მოვაშოროთ ყუნწები და გავრეცხოთ ცივ წყალში. კასრში, თიხის ან მინის
ჭურჭელში ჩავაფინოთ გათუთქული ოხრახუშისა და ნიახურის ფოთლები; შემდეგ
ჩავაწყოთ პამიდვრები და შიგადაშიგ ჩავამატოთ გათუთქული ნიახურისა და
ოხრახუშის ფოთლები, კამა, დაჩეჩქვილი ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი.
ამრიგად ჩაწყობილი პამიდვრებით გავავსოთ ჭურჭელი და დავასხათ მარილით
შეზავებული მოდუღებული და გაციებული წყალი, ისე რომ პამიდორს ფარავდეს.
დავახუროთ თავი, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ გრილ ადგილას.
|