მასალა:- 2 კგ. ლეღვი
- 2 კგ. შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 პ.ვანილი
მომზადება:
პატარა ზომის ლეღვები გავრეცხოთ და ყუნწში ჩანგლით დავჩხვლიტოთ . 1ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ სიროფი, ჩავყაროთ ლეღვი და ცოტა ვადუგოთ შემდეგ გამოვრთოთ გავაციოთ , როცა გაცივდება ისევ დავდგათ დაბალ გაზზე და ვადუგოთ მანამ სანამ მზად არ იქნება ბოლოს დავაყაროთ ვანილი , ჩავასხათ მინის ქილებში დავაფაროთ პლასმასის ხუფები და შევინახოთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!
|