მასალა:- 6 ყაბაყი
- 100გრ. ზეთი
- 4-5 კბილი ნიორი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ქინძი ,პეტრუშკა
მომზადება:
ყაბაყი დავჭრათ მრგვლად როგორც ბადრიჯანს ვაკეთებთ მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათამდე
წვენს რომ გამოიღებს გავწუროთ ხელით და შევწვათ ზეთიან ტაფაზე
დავჭრათ მწვანილები და ნიორი წვრილად ასევე უხდება მაიონეზი
გემრიელად მიირთვით!
|