მასალა:
- 6 ცალი ყაბაყი
- 2 თავი ხახვი
- 4 ცალი სტაფილო
- 3 კბილი ნიორი
- 100 გრ. ზეთი
- ქინძი ,პეტრუშკა
მომზადება:
ყაბაყი დავჭრათ მრგვლად, როგორც ბადრიჯანს ვაკეთებთ მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათამდე
წვენს რომ გამოიღებს გავწუროთ ხელით და შევწვათ ზეთიან ტაფაზე
სტაფილო დავჭრათ ნახევრად მთვარისებურად,როცა ყაბაყი ცოტა შეიწვება დავაყაროთ სტაფილო და ხახვი დავახუროთ ტაფას თავსახური და ისე მოვხრაკოთ
ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილები
გემრიელად მიირთვით!
|