გასუფთავებული, გარეცხილი დედალი დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი და დადგით ცეცხლზე. როცა წყალი დაუშრება, ცხიმთან და ხახვთან ერთად მოშუშეთ. შეურიეთ 1 ს.კ. პურის ფქვილი, დაუმატეთ სახეხზე გახეხილი პომიდორი (ან წყალში გახსნილი 1 ს.კ. ტომატი) ადუღეთ 5–10 წუთი. შეაზავეთ დანაყილი ნივრით, ხმელი ქინძით, უცხო სუნელით, მარილით. მოასხით 250გრ არაჟანი, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.