მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცხელი კერძები

ქათმის წვნიანი
2010-04-08, 8:58 PM

შემადგენლობა

  • 1 ცალი ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 4–5 კბილი ნიორი
  • 4–5 ცალი კარტოფილი
  • 0,5 ჩ.ჭ. ბრინჯი
  • გემოვნებით მარილი
  • ოხრახუში, ნიახური, კამა–თითო პატარა კონა

მომზადების წესი

  1. საშუალო ზომის, კარგად გაწმენდილი და გარეცხილი ქათამი, დაჭერით ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ბლომად და დადგით ცეცხლზე მოსახარშავად. წამოდუღებისთანავე მოხადეთ ქაფი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ. როცა ქათმის ნაჭრები ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ შუაზე ჩაჭრილი ხახვი, კონად შეკრული: ოხრახუში, ნიახური და კამა. ჩაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გარეცხილი ბრინჯი და საშუალო სიდიდის, შუაში დაჭრილი კარტოფილი. შეაზავეთ დანაყილი ნივრით და მარილით. სუფრასთან მიტანის წინ, ცალკეულ ულუფას მოაყარეთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.
0 нравится
კატეგორია: ცხელი კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, ქათმის, წვნიანი
ნანახია: 6027 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]