მასალა: 1 ს/კ ზეთი, 500 გ. სტაფილო, 1 დაფნის ფოთოლი,
შავი პილპილი, 4 ცალი ფორთოხალი, 1 ჩ/კ დაფქვილი წიწაკა, ჩილი, 100 გ.
ნაღები, 500 გ. ქათმის ბულიონი (კუბებისგან ან ფხვნილისგან დამზადებული),
მარილი.
მომზადება: ზეთში მოვხრაკოთ ხახვი, დავუმატოთ დაფნის
ფოთოლი. სტაფილო გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ქვაბში
მოხრაკულ ხახვთან ერთად, დავუმატოთ ბულიონი, დავახუროთ საფარებელი და
ვთუშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ამოვიღოთ ქვაბიდან დაფნის
ფოთოლი და სტაფილო. სტაფილო დავაბლენდეროთ ბულიონთან ერთად, დავასხათ 3
ფორთოხლისგან გამოწურული წვენი და ჩავასხათ წვნიანში. მივიყვანოთ
მოდუღებამდე, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. სუფრასთან მიტანამდე ჩავუმატოთ
წინასწარ გათქვეფილი ნაღები და ფორთოხლის რბილობი.
|