მომზადება:
მოამზადებთ ბულიონს ქათმისგან, ქათამს დროებით ამოიღებთ,დაჭრით ნაჭრებათ.
დაახლოებით 4 ლიტრა ბულიონზე ავიღებთ: 2 ცალ კუბიკებად გაჭრილ კარტოფილს,
0,5 ჩ.ჭ. ბრინჯს. გავხეხავთ სტაფილოს და პრასის თეთრ 2 ცალ თავს დავჭრით
რგოლებად,მოვშუშავთ კარაქში. როცა მოიხარშება კარტოფილი და ბრინჯი, ჩავდებთ
მოშუშულ სტაფილოს+პრასი. 3 კონა მჟაუნას დავჭრით და ჩავუშვებთ ქვაბში. 100
გრ. მდნარი ნაღების ყველს დავუმატებთ წვნიანში, დავამატებთ მარილს,
პილპილს, კამას. წამოვადუღებთ და გადავდგამთ. შეგვიძლია ცოტა ლიმნის წვენი
დავაწუროთ.
|