ქვაბი N1. ხორცი ცალკე იხარშება მარილიან, წიწაკიან, დაფნიან წყალში.
როცა მოიხარშება, ამოიღეთ და დაჭერით სასურველ ზომაზე. ამავე წყალში
მოხარშეთ კარტოფილიც.
ქვაბი N2. ცალკე შუშავთ ხახვს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, უმატებთ
ტომატს, მწვანილს, ნიორს და რამდენიმე წუთის შემდეგ დააბლენდერებთ.
ნახარში აურიეთ ბოსტნეულის მასას თანდათან. ასე, ადვილად მიხვდებით რა
სისქის გამოვა ბორშჩი. იხარშოს 10-15 წუთი, ბოლოს ჩაყარეთ ხორცი და
კარტოფილი. შეკმაზეთ ხმელი ქინძით და რეჰანით. მარილი, წიწაკა გემოვნებით.
გაითვალისწინეთ, ხორციანი სუფები მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგან
ხორცი თავიდან იცლება გემოსგან - რათა ბულიონი გაამდიდროს, სამაგიეროდ
მეორე დღეს უკვე თავადაც ხდება გემრიელი წვენის ხარჯზე.
|