10 ჭიქა წყალი (ჩაის ჭიქა არა, უფრო პატარა, დაახლოებით მისი ნახევარი)
ავადუღე, ჩავყარე მარილი და 1 სავსე ჭიქა წითელი ოსპი და 2/3 ჭიქა ბულგური
(ორივე თურქულ მარკეტში ვიყიდე). ვადუღე ნახევარი საათი. დაახლ. 5 წუთი რომ
დარჩა ამ ნახევარი საათის გასვლამდე, პატარა ქვაბში გავადნე 1 სუფრის
კოვზი კარაქი 2 სუფრის კოვზ ზეთთან ერთად, ნელ-ნელა ჩავყარე 2 სუფრის კოვზი
პურის ფქვილი და თან მუდმივად ვურევდი, რომ არ დაკორკოშებულიყო. ამ მასამ
ფერის რომ შეიცვალა და ყავისფერში გადასვლა დაიწყო, ჩავუმატე ტომატის
პასტა, დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი. კარგად ვურიე. დავუმატე წითელი წიწაკა
და 3 სავსე სუფრის კოვზი ხმელი პიტნა. თან გამუდმებით ვურევდი, რომ არ
მიეწვა, ძალიან სქელი მასა გამოდის და ფრთხილად უნდა იყოთ. მერე დაბალ
ცეცხლზე ნელ-ნელა შევურიე ერთმანეთს ეს ტომატიანი და ბურღულეული მასები,
რომლებიც კარგად უნდა გაიქნას ერთმანეთში, კორკოშების გარეშე. ბოლოს
გემოვნებით შეგიძლიათ პილიპილი და მარილი კიდევ დაუმატოთ.
აქ მთავრდება მომზადების პროცესი. თურქულ რესტორანში ისეთი მასა
მოაქვთ, ვერ გაარჩევ საერთოდ, რომ ბურღულეულია, იმიტომ, რომ როგორც
მივხვდი, ამ მზა მასას ბლენდერში ატარებენ და თხელი, ბლინების ცომივით
სისქის არის. ხოლო დაუბლენდერებელში ოდნავ მოჩანს ძალიან წვრილი
ბურღულეულის არსებობა.
დაბოლოს, ღრმა ფიალაში რომ ამოიღებთ პორციას, მირთმევის წინ, ლიმონი
ჩააწურეთ, ძალიან უხება.
|