მოხარშეთ 2 ცალი კარტოფილი. 700 გრ. ქამა სოკო (სხვა სოკოც შესაძლებელია) მოშუშეთ კარაქში დაჭრილ ხახვთან ერთად და კარტოფილთან ერთად დააბლენდერეთ. ნაღები 11% 500 მლ. + ან რძე (ან სოკოს ბულიონი, კუბიკებში იყიდება) 500მლ. დაბლენდერებულ მასას ნელ–ნელა დაუმატეთ ნაღების სითხე, დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე (!) მიიყვანეთ. დაუმატეთ მარილი +შავი პილპილი+ ლამაზად დააჭერით ცოტა პრასი. შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც, ანუ ბეკონითაც გემრიელია, ბულიონი სოკოსი+მდნარი ყველი ბეკონიანი (მარკეტებში იყიდება).
|